ტყუილია, თითქოს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ზვიად ყიფიანის კანდიდატურა განიხილება – მდინარაძე

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე კარდიოლოგ ზვიად ყიფიანის კანდიდატურა განიხილება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მ აბსოლუტური ტყუილი უწოდა.
„ისე კატეგორიულად დადეთ დღეს ეს განცხადება, რომ ეჭვი შემეპარა. მე არ ვიცოდი ამის შესახებ არაფერი და პრემიერსაც მივწერე. კატეგორიულად გამოვრიცხავ ამ კანდიდატს. ეს ინფორმაცია არის აბსოლუტური ტყუილი“, – აღნიშნა მდინარაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს ჯანდაცვის ახალ მინისტრს ორშაბათს, მთავრობის სხდომაზე დაასახელებს.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთვის საზომი არ არის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მტრულ პოლიტიკას აწარმოებს, ჩვენთვის საზომია უკრაინელი ხალხი, რომელსაც გვინდა მძიმე პერიოდში გვერდში დავუდგეთ