ტყუილია თითქოს ქართულ არჩევნებში რუსეთი ჩაერია – ვინც კი სიტყვა რუსეთს ახსენებს საქართველოს პოლიტიკასთან და ჩარევასთან დაკავშირებით, ყველას გავცემთ პასუხს, იმიტომ რომ ეს უნდა დასრულდეს

ტყუილია თითქოს ქართულ არჩევნებში ჩაერია – ვინც კი სიტყვა რუსეთს ახსენებს საქართველოს პოლიტიკასთან და ჩარევასთან დაკავშირებით, ყველას გავცემთ პასუხს, იმიტომ რომ ეს უნდა დასრულდეს
ტყუილია თითქოს ქართულ არჩევნებში რუსეთი ჩაერია. მართლა საბავშვო ბაღია, რომ ქართველ ხალხს გველაპარაკებოდნენ ამხელა ტრიბუნიდან და ცრუ ნარატივებს [ავრცელებდნენ?], – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შელვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად. მისი თქმით, ამ საკითხზე სპეკულაციები უდნა დასრულდეს.
„წეღან ვნახეთ პოლონეთის ერთ-ერთი სენატორის განცხადება რუსული მანიპულაციააო – ყველამ, იქნება ეს უცხოელი ჩვეულებრივი მოქალაქე, დეპუტატი, პრეზიდენტი, ვინც არ უნდა იყოს, ვინც კი სიტყვა – რუსეთს ახსენებს საქართველოს პოლიტიკასთან და ჩარევასთან დაკავშირებით, ყველას გავცემთ პასუხს, იმიტომ რომ ეს უნდა დასრულდეს.
გუშინ წინ თქვენ მოისმინეთ პრეზიდენტ ზელენსკის ინტერვიუ ჟურნალისტ ფრიდმანთან და მოისმინეთ მან რა ისაუბრა ბუდაპეშტის მემორანდუმზე, როდესაც მ დათმო ატომური იარაღი. შეგახსენებთ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინა ხდებოდა მესამე ქვეყანა ატომური იარაღის რაოდენობის მიხედვით. ეს ატომური იარაღი დაათმობინეს და მისცეს უსაფრთხოების გარანტიები.
ზელენსკიმ თქვა, რომ მანამ სანამ დაიწყებოდა რუსეთის აგრესია, მას ჰქონდა საუბარი ყველა გარანტორთან, მათ შორის საფრანგეთთან, რომ დადგა მომენტი, ჩვენ თავის დროზე დავთმეთ ატომური იარაღი, თქვენ მოგვეცით პირობა რომ იქნებით ჩვენი უსაფრთხოების გარანტია და გაიხსენეთ რა თქვა ზელენსკიმ, რა გვითხრესო ამაზე და რა იყო განწყობა, როგორ მიუდგნენ უკრაინას.
ამიტომ თუკი ვინმეს რუსეთზე უნდა საუბარი, აწუხებს რუსეთის პოლიტიკა, აგერ არის უკრაინა, დახმარებოდნენ თავის დროზე როგორც საჭირო იყო და დაეხმარონ ახლა. ახლა ნელ-ნელა რომ აპარებს უკრაინას მათ შორის საფრანგეთის ხელისუფლება, რომ მოგიწევთ ტერიტორიის დათმობაო და შეეგუეთ ამასო, როდესაც ათიათასობით უკრაინელი დაიღუპა… ნახეთ თქვენ გუშინწინ ზელენსკის სასოწარკვეთილი ინტერვიუ ფრიდმანთან. ეს არის ზუსტად იმედგაცრუება, რასაც უყურებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.