,, ტყუილად ხარობენ ქოცები. გარანტიას ვაძლევ ,რომ ივანიშვილის ოლიგარქიული,პუტინისტური რეჟიმისათვის არაფერი შეიცვლება” – შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი:
,,სამწუხაროდ თავისი კონფლიქტური ხასიათის გამო წარმოადგენს ამერიკაში სამოქალაქო დაპირისპირებისა და მსოფლიოში გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ფაქტორს. განვიცდი, რომ ჩემმა მეგობარმა რესპუბლიკელებმა ვერ მოახერხეს თავის რიგებში ქარიზმატული ლიდერის გამოზრდა, ხოლო დემოკრატებს დღემდე არ ყოფნის იმის აღქმის აუცილებლობა,რომ გარანტირებული წაგებაა საპრეზიდენტო არჩევნებში. ტყუილად ხარობენ ქოცები. გარანტიას ვაძლევ ,რომ ივანიშვილის ოლიგარქიული,პუტინისტური რეჟიმისათვის არაფერი შეიცვლება ვინც უნდა მოვიდეს ამერიკის პრეზიდენტად. ისინი უკვე ისტორიის სანაგვეზე ნებივრობენ. კიდევ ერთხელ მადლობა უფალს რომ ბატონი ტრამპი გადაურჩა ამ საშინელ თავდასხმას.”

ასევე დაგაინტერესებთ