,,ტყუილად ვეჭვიანობთ სომხეთის სწრაფი განვითარების პერსპექტივაზე“ –

,,ტყუილად ვეჭვიანობთ სომხეთის სწრაფი განვითარების პერსპექტივაზე“ –
ყოფილი პარლამენტარი, ეკონომისტი რომან გოცირიძე:
,,ტყუილად ვეჭვიანობთ სომხეთის სწრაფი განვითარების პერსპექტივაზე და ამერიკელების მისადმი განსაკუთრებულ ყურადღებაზე( რაშიც დიდძალი ინვესტიციებიც იგულისხმება). ნურც აზერბაიჯანის რეგიონის სატრანსპორტო ჰაბად გადაქცევას ვიგლოვებთ. ამას ჩვენ ვერაფრით შევუშლით ხელს და არცაა საჭირო. ძლიერი, მდიდარი, გახსნილი, მშვიდობიანი, რუსეთისგან დამოუკიდებელი მეზობლები ჩვენი სწრაფი განვითარების ფაქტორიცაა. არც იმაზე ვიშ-ვიშია საჭირო, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი იმათთან რომ ჩავიდა და ჩვენთან არა. იმათთან მშვიდობის განმტკიცების მიზნით ჩავიდა, შესაბამისი რეგიონული პროექტების შეთავაზებით.
რომ არა ეს მავნებელი ხელისუფლება( თუნდაც ანაკლია რომ ავიღოთ, ხუთი წლის წინ იქნებოდა უკვე ამოქმედებული), დღეს სულ სხვა მდგომარეობაში შევხვდებოდით იმ დიდ ცვლილებებს, რაც რეგიონში ხდება.
წავა ეს ხელისუფლება და დავბრუნდებით ჩვენი უპირატესობებით. დანაკარგს ვერ ავინაზღაურებთ, მაგრამ ჩვენს შანს სრაფად გამოვიყენებთ. ევროკავშირის წევრობის კანდიდატობობის მნიშვნელოვანი ფაქტორი მყისიერად ამოქმედდება.
მიხარია, რაც ჩვენს მეზობლებთან ხდება და თანაც კეთილი შურით მშურს.“