ტყიბულში ძველი საავადმყოფოს შენობა 4-ჯერ იაფად იყიდება

ტყიბულში ძველი საავადმყოფოს შენობა თითქმის 4-ჯერ იაფად, 350 000 ლარად იყიდება, თუმცა ამ ეტაპზე არცერთი შეთავაზება არაა გაკეთებული.
მიმდინარე წელს პირველი აუქციონი 11 მარტს გამოცხადდა და მაშინ შენობის ფასი 1 290 000 ლარი იყო, თუმცა ის ვერ გაიყიდა.
გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად მიწის ფართობია 13310 კვ.მ, შენობის 5574 კვ.მ. შენობა გაძარცულია, საჭიროა მისი სრული რეაბილიტაცია.
აუქციონის პირობაში წერია, რომ მყიდველმა უნდა მოახდინოს შენობის დემონტაჟი ან რეაბილიტაცია და ტერიტორიის მოწესრიგება ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წლის განმავლობაში.
აუქციონი დღეს, 19 ივნისს დასრულდება.