ტყიბულის წყალსაცავში კუნძულები გაიყიდა

ტყიბულის წყალსაცავში, სოფელ მანიჭორში მდებარე კუნძულები 3 მილიონ ლარად გაიყიდა – ტერიტორიის შემძენებმა ადგილზე 8 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა შექმნას.
კუნძულების გასაყიდად სამი აუქციონი 2023 წლის დეკემბერში ტყიბულის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა, ისინი 28 დეკემბერს დასრულდა. გამარჯვებული 3 კომპანიაა, თუმცა მათი ვინაობა ამ ეტაპზე კონფიდენციალურია. ჯერჯერობით საჯარო რეესტრში საკუთრების ცვლილება ასახული არაა.
ერთ აუქციონში 483 ბიჯი, ხოლო მეორე 556 ბიჯი დაფიქსირდა. ერთი ბიჯით გაიყიდა მესამე 1.7 მილიონი ლარის ღირებულების კუნძული.
· კუნძული 1, ფართობი 31,828 კვადრატული მეტრი;
· საწყისი ფასი ₾180,000, გაყიდვის ფასი 663,000 ლარი.
· საინვესტიციო ვალდებულება – 1 მილიონი ლარი;
· გაიყიდა 483 ბიჯის შედეგად;
· კუნძული 2, ფართობი 21,421 კვადრატული მეტრი;
· საწყისი ფასი ₾120,000, გაყიდვის ფასი 676,000 ლარი.
· საინვესტიციო ვალდებულება – 1 მილიონი ლარი;
· გაიყიდა 556 ბიჯის შედეგად;
· კუნძული 3, ფართობი 315,018 კვადრატული მეტრი;
· საწყისი ფასი ₾1,700,000, გაყიდვის ფასი 1,701,000 ლარი.
· საინვესტიციო ვალდებულება – 6 მილიონი ლარი;
· გაიყიდა 1 ბიჯის შედეგად;
კუნძულების მყიდველებმა ადგილზე ინვესტიციები 5 წლის ვადაში უნდა განახორციელონ.