„ტყვიაზე მივდიოდით ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მაშინ, როდესაც ნატო-ს ქვეყნების უმრავლესობა შტაბიდან ცხვირს არ ყოფდა ავღანეთში“ – შალვა პაპუაშვილი

პარალმენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ მონაწილეობდნენ ამერიკელი სამხედროები 26 მაისის აღლუმში, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, ასე უპასუხა:
„26 მაისი არის ჩვენი დამოუკიდებლობის დღე და აქ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აღვნიშნოთ ეს დღესასწაული. მნიშვნელოვანია ფიცის დადების ცერემონია და ჩვენი სამხედროების მონაწილეობა. თუკი ვინმე სხვას სურს, რომ ეს ჩვენთან ერთად აღნიშნოს, რა თქმა უნდა ყოველთვის მოხარულები ვართ. თუკი ვინმეს არ სურს აღნიშვნა, არ სურს.
თუკი ვინმესთვის პოლიტიკოსის განცხადება არის საფუძველი, რომ თავისი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ჯარისკაცებთან, რომლებიც ტყვიაზე მიდიოდნენ ამერიკელ ჯარისკაცებთან ავღანეთში, ამ ფორმატში არ აღნიშნონ დამოუკიდებლობის დღე, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ ჩვენს დამოკიდებულებას სხვანაირად ვაჩვენებთ – მათ შორის იმით, რომ ტყვიაზე მივდიოდით ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მაშინ, როდესაც ნატო-ს ქვეყნების უმრავლესობა შტაბიდან ცხვირს არ ყოფდა ავღანეთში“