“ტყვეების პირველი ნაწილი დავაბრუნეთ” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, ტყვეების პირველი ნაწილი დააბრუნეს.
“ჩვენ ხალხს უკან, სახლში ვაბრუნებთ. ტყვეების პირველი ნაწილი დავაბრუნეთ. ამ შეთანხმებას თურქეთში მოლაპარაკებების დროს მივაღწიეთ და მნიშვნელოვანია მისი სრულად რეალიზება. დღეს – 390 ადამიანი დავაბრუნეთ. შაბათს და კვირას ველოდებით გაცვლის გაგრძელებას. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც გვეხმარება, ვინც 24/7-ზე მუშაობს იმისთვის, რათა უკრაინელები სახლში დაბრუნდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა დავაბრუნოთ, ვინც ტყვეობაშია. ვამოწმებთ თითოეულ გვარს, ინფორმაციას. გავაგრძელებთ ჩვენ დიპლომატიურ სამსახურს, რათა ასეთი ნაბიჯები შესაძლებელი გახდეს”, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: როგორც ლოგიკურად დადასტურდა, “28-პუნქტიანი” გეგმის “გაჟონვაც” და ბლუმბერგის “ყოჩაღი” ჟურნალისტების გამოძიებაც ფსბ-ს დივერსიული სპეც-ოპერაცია იყო, რომლის მიზანიც უკრაინისა და ამერიკა-ევროპის ერთმანეთთან წაკიდება და აჟრიამულება იყო