თომას ტუხელის წარმოამდგენლებმა საკუთარი კლიენტი “ბარსელონას” შესთავაზეს, ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
მოგეხსენებათ, “ბლაუგრანას” მთავარი მწვრთნელი ხავი ერნანდესი სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს. თავის მხრივ, ტუხელს “ბაიერნში” საქმეები ცუდად მისდის და გერმანული პრესა აქტიურად წერს, რომ “რეკორდმაისტერის” ხელმძღვანელები მის შემცვლელს აქტიურად ეძებენ.
ესპანური გამოცემა აღნიშნავს, რომ “ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა გერმანული სამწვრთნელო სკოლის დიდი გულშემატკივარია, რაც 50 წლის სპეციალისტის შანსს კიდევ უფრო ზრდის.
ცნობისთვის, ტუხელს “ბაიერნთან” კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.