ტუსკი ორბანს დაემუქრა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაბლოკვის შემთხვევაში

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი თავს „ვლადიმირ პუტინის გუნდის წევრად“ წარმოაჩენს, თუ ვეტოს დაადებს ევროკავშირის მიერ ანტირუსული სანქციების გაგრძელებას.
„სრულიად ნათელი გახდება, რომ ევროპის უსაფრთხოებისა და მომავლის დიდ თამი ის არ თამაშობს ჩვენს გუნდში“, დაწერა ტუსკმა სოცქსელ X-ში, „აქედან გამომდინარე ყველა შედეგით“.
ორბანმა გუშინ განაცხადა, რომ უარს იტყვის სანქციების რეჟიმის გახანგრძლივებაზე, თუ ევროკავშირი არ მიაღწევს უკრაინისგან ცენტრალური ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანზიტის ნებართვას. ევროკავშირის სანქციები ყოველ ექვს თვეში ერთხელ გახანგრძლივდება და თუკი არ გაგრძელდება, მათი ვადა იანვრის ბოლოს ამოიწურება.
უკრაინის ტერიტორიაზე გაზის ტრანზიტი იანვარში შეწყდა უკრაინის კომპანია „ნაფტოჰაზსა“ და ს „გაზპრომს“ შორის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ. კიევმა განაცხადა, რომ არ აპირებს შეთანხმების გაგრძელებას.
ფორუმი