“ტურნირის საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით” – უოტკინსმა ესპანეთთან დაპირისპირებაზე ისაუბრა

დღეს, 14 ივლისს, ევრო 2024-ის ფინალში ინგლისი ესპანეთს დაუპირისპირდება. ინგლისელთა ფორვარდმა ოლი უოტკინსმა მოახლოებული მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“აქამდე მოსასვლელად დიდი გზა გავიარეთ და ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. მომწერა თუ არა “ასტონ ვილას” მთავარმა მწვრთნელმა როცა ნახევარფინალში გოლი გავიტანე? ემერის ნომერიც კი არ მაქვს.
ესპანეთს შესანიშნავი გუნდი ჰყავს, ვფიქრობ, მათი ლიდერი როდრია, მან საკუთარი კლასი “მანჩესტერ სიტიშიც” დაამტკიცა, თამაშის კონტროლი მისი მთავარი პლუსია და უნდა ვეცადოთ, რომ ბურთი ხშირად არ მიიღოს.
გარეთ საუთგეიტს აბსოლუტურად ვეთანხმები. ესპანეთი ტურნირის საუკეთესო გუნდია”, – განაცხადა
უოტკინსმა.
შეგახსენებთ, აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ინგლისმა ფეხბურთი მოიგონა (მე უფრო მგონია მექსიკელმა აცტეკებმა და მათი იდეა განავითარეს ანგლოსაქსებმა), მაგრამ დანარჩენებმა(ბრაზილია, გერმანია, საგრანგეთი, იტალია, ესპანეთი, არგენტინა და სხვ.)განავითარეს!

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში