მადრიდის “რეალი” მსოფლიოს საკლუბო თასზე არ იასპარეზებს, ამის შესახებ “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ Il Giornale-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მოგეხსენებათ, 2025 წლიდან, მსოფლიოს საკლუბო თასი ახალი ფორმატით გაიმართება, ტურნირზე 32 გუნდი იასპარეზებს.
“ფიფას დაავიწყდა, რომ ამგვარ პირობებს კლუბები არ დათანხმდებიან, მადრიდის “რეალის” ჩატარებულ ერთ მატჩს 20 მილიონის მოტანა შეუძლიათ, ისინი კი ამდენს მთლიან ტურნირზე მონაწილეობისთვის გვაძლევენ. ეს ძალიან ცუდია”, – განაცხადა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 2025 წლის 15 ივნისს დაიწყება და 13 ივლისამდე გაგრძელდება.
-31MAY/davide.jpg” border=”0″ alt=”alt” style=”height: 50px; width: 50px;” title=””ტურნირზე ასპარეზობაში მხოლოდ 20 მილიონს გვიხდიან” – “რეალი” მსოფლიოს საკლუბო თასზე არ ითამაშებს” />დავიდე ანჩელოტი პირველად მთავარი მწვრთნელის რანგში? – “რეალის” დამრიგებლის შვილს ლიგა 1-ში იწვევენ