თბილისთან ახლოს, სოფელ ახალუბანში მდებარე ტურისტული ობიექტის „ვილა მოსავალი“ გენერალური მენეჯერი, ნიკოლოზ შეყრილაძე აცხადებს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტული ნაკადები 10-15%-ით შეუმცირდათ.
გიორგი შეყრილაძის თქმით, მიუხედავად შემცირებული ნაკადებისა, ტურისტულ ობიექტს აქტიურად სტუმრობენ ადგილობრივი, ევროპელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლები. ამასთან, ტურისტული ნაკადებია რუსეთიდანაც.
„სასტუმროში 1 ღამით განთავსება ორ ადამიანზე სტანდარტულ ნომერში, დაახლოებით 270 ლარი ღირს.
ზოგადად, ამ პერიოდში საკონფერენციო ნაწილი საკმაოდ დატვირთულია ხოლმე, თუმცა ბოლო კვარტალში თითქმის ყველა კონფერენცია გაუქმდა. ვითარებიდან გამომდინარე, წინასწარი ჯავშნებიც არ გვაქვს. ჩვენი საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორების მხრიდან ჯავშნების გაუქმების გათვალისწინებით, პოზიტიური მოლოდინი ამ ეტაპზე არ გვაქვს“, – აღნიშნა შეყრილაძემ.
მისივე ცნობით, ტურისტულ ობიექტში 70 ადამიანია დასაქმებული. არსებული კრიზისის მიუხედავად, კომპანია საკადრო პოლიტიკას არ შეხებია და კადრები არ შეუმცირებია.