“ტურისტი არ არის და რა შუაშია Airbnb?!” – ნიკა ანჯაფარიძე ეკონომისტის მინისტრს პასუხობს

საქართველოში Airbnb-ის მმართველი კომპანია Wehost-ის დამფუძნებელი, ნიკა ანჯაფარიძის შეფასებით, როდესაც ქვეყანაში ტურისტები არ არიან, Airbnb-ისა და სასტუმროების კონკურენციაზე ყურადღების გამახვილება რელევანტური არ არის. ამის შესახებ მან BM.GE-ის განუცხადა.
საქმე ის არის, რომ დღეს ეკონომიკის მინისტრმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დარგში არსებული გამოწვევების შესახებ ღრმა ანალიზს აწარმოებს. ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი გამოწვევა მოთხოვნა-მიწოდების ნაწილშია, რასაც მათ შორის საწოლი ადგილების გაზრდილი რაოდენობაც განაპირობებს. მინისტრმა თქვა, რომ დარგის წარმომადგენლებისთვის გამოწვევაა ასევე airbnb-ისა და სასტუმროებს შორის არსებული კონკურენცია. “ამიტომ, შეიძლება სასტუმრო ობიექტებს გარკვეული უკმაყოფილება ჰქონდეთ, მაგრამ ამას თავისი ახსნა გააჩნია”, – განაცხადა დავითაშვილმა.