ტურისტის სიცოცხლე ემსხვერპლა მესტიაში ჩამოწოლილ ზვავს

ტურისტი ქალი დაიღუპა სვანეთში, მესტიაში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს რადიო თავისუფლებას, შემთხვევის შედეგად არ დაშავებულან მისი თანმხლები სხვა ადამიანები.
დაუზუსტებელია, რომელი ქვეყნის მოქალაქეა დაღუპული ქალი. საგანგებო სიტუაციების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ტურისტი მესტიიდან უკვე გადასვენებულია.
შემთხვევა გუშინ, 26 მარტს, მოხდა. არსებული ინფორმაციით, ტურისტი ზვავში სრიალის დროს მოჰყვა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, დანაშაულებრივი, კორუმპირებული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ამ ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, არსით წესიერ, დემოკრატ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს