ტურიზმში 99 მლნ ლარამდე პრობლემური სავალუტო სესხებია

საბანკო სექტორში 1 მლრდ ლარამდე უმოქმედო სესხები რჩება. სებ-ის სტატისტიკით, უმოქმედო სესხები 920 მლნ ლარია, საიდანაც 351 მილიონის რეზერვებია.
პრობლემური სესხები/ბანკების საზედამხედველო კაპიტალთან, პირველი თებერვლისთვის 4.04%-ია. წინა თვესთან შედარებით, მცირედით, 0.24 პროცენტული პუნქტით გაზრდილია.
კოეფიციენტი მთლიან პორტფელთან მიმართებითაც გაზრდილია. პრობლემური კრედიტების წილი ბანკების მთლიან პორტფელში 1.6%-ია. პირველი იანვრისთვის 1.5%-მდე იყო.
თუმცა 2 წელია უკვე დაბალ კოეფიციენტი ნარჩუნდება, 2%-იან ზღვარს ქვემოთ. საზოგადოება და ბანკები პორტფელის გაჯანსაღებას პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს უკავშირებენ, რაც რეგულაციების გამკაცრებაში გამოიხატება. რამაც ვალაუვალი და ჭარბვალიანი მომხმარებელი მსესხებელთა ბაზიდან თანდათან განდევნა. ექსპერტების განმარტებით, პასუხისმგებლიანი ჩარჩო, რომელიც რეკალიბრაციის საშუალებასაც იძლევა, ემსახურება მომხმარებლისთვის გრძელვადიანი ფინანსური პრობლემების თავიდან არიდებას
მოკლევადიანი საჭიროების დაკმაყოფილება განსაკუთრებით, ₾1 500-მდე შემოსავლიან მსესხებელს. რადგან სესხზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდა.
01.02.2024-ის მდგომარეობით, პრობლემური სესხები.რეზერვების გამოკლებით 570 მლნ ლარია, მთლიანი დაკრედიტების მოცულობა კი 52 მლრდ ლარამდე.
ბანკების პორტფელში, ყველაზე მეტი პრობლემური კრედიტი ჰორეკა სექტორზე მოდის. კვების ობიექტებისთვის გაცემულ სესხებში 4.7% – 13.2 მლნ ლარის უმოქმედო პორტფელი მოდის ადგილობრივ ვალუტით დენომინირებულ კრედიტებზე და 11.5 მლნ-მდეა (7%) დოლარის სესხებში.
გაპრობლემების მაღალი კოეფიციენტით ხასიათდებოდა ტურისტული მიმართულება (სასტუმრო-ტურიზმი). თუმცა პირველი თებერვლისთვის სავალუტო სესხებში უმოქმედო სესხები შემცირებულია, 99 მლნ ლარამდე. აშშ დოლარში 5.8%-ია, ევროში 3.5%.
წყარო: bp.ge