“[ტურიზმი] ტექნოლოგიების ეპოქაში გაუფასურდა”, – ამის შესახებ ტურისტული კომპანიის “მოგზაური” თანადამფუძნებელმა, თაკო მესხმა BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
კომპანიის წარმომადგენელი ეთერში საუბრობს, რომ ტექნოლოგიების ეპოქაში, როცა მსოფლიოს შესახებ ინფორმაციას რამდენიმე წამში ვიღებთ, რეალური გამოცდილების ღირებულება ხშირად ეჭვქვეშ დგება.
“კულტურა როგორც ბიზნესი, კომერციალიზაციის კუთხით ტექნოლოგიების ეპოქაში გაუფასურდა. ტელეფონში ყველას შეგვიძლია რაღაცები ვნახოთ, წავიკითხოთ. იმისათვის, რომ შეგრძნებები ძლიერი იყოს, შენ მხოლოდ ღვინის დაგემოვნება აღარ გყოფნის. მნიშვნელოვანია, რომ კონტექსტი შეიგრძნო და მნიშვნელოვანია, რომ გააზრება გქონდეს საერთო სურათის. ამიტომ, პირიქით მგონია, რომ ტურიზმის მომავალი ეს არის. ზედაპირული ამბები მომხმარებელს აღარ ჰყოფნის“, – თქვა მან.
თაკო მესხი ფიქრობს, რომ ქართული ტურისტული პროდუქტის ერთ-ერთი სუსტი წერტილი ზედაპირულად განზოგადებული იდენტობაა : „შესაძლოა ჩვენი ბრალიცაა, რომ მხოლოდ ხინკალი და ღვინის დაგემოვნება გვგონია ქართული იდენტობა“, – განაცხადა მან.
