Trip.com Group-ის ახალ გლობალურ ანგარიშში, სახელწოდებით „რატომ მოგზაურობა?“, რომელიც Google-თან თანამშრომლობით შეიქმნა, ნათქვამია, რომ 2026 წლისთვის მოგზაურები ნაკლებად იქნებიან ორიენტირებული დანიშნულების ადგილებზე და უფრო მეტად ღრმა ემოციურ და კულტურულ კავშირებზე. ანგარიში აანალიზებს დაჯავშნის მონაცემებს, ძიების ტენდენციებს და მომხმარებელთა განწყობას.
ექსპერტები გამოყოფენ ხუთ ძირითად ტენდენციას, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით მოგზაურთა ქცევას ჩამოაყალიბებენ.
1. მოგზაურობა, როგორც თვითგამოხატვის საშუალება
სოციალური მედია სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოგზაურობის დაგეგმვაში, განსაკუთრებით აზიაში. ტაილანდში, ინდონეზიასა და ინდოეთში მომხმარებელთა 75%-ზე მეტი უყურებს მოგზაურობასთან დაკავშირებულ პირდაპირ ტრანსლაციებს. ამ მაყურებლების 40%-დან 76%-მდე მზადაა ბილეთები პირდაპირ სტრიმინგის დროს ბმულების საშუალებით დაჯავშნოს, რაც სოციალურ კონტენტს მხოლოდ შთაგონების წყაროს კი არა, ტრანზაქციულ ინსტრუმენტად აქცევს.
2. მოგზაურობა მნიშვნელობით
მოგზაურები მხოლოდ ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაზე მეტს ეძებენ. ცნობისმოყვარეობა და კულტურული ჩაღრმავება ადგილობრივი რიტუალებისა და მემკვიდრეობისადმი ინტერესს ზრდის. Google-ი იუწყება, რომ „იაპონური ჩაის ცერემონიების“ ძიების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 53%-ით გაიზარდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მოგზაურობისას სიღრმისა და ავთენტურობისადმი დადებით მოთხოვნას.
3. მოგზაურობა გამოსაჯანმრთელებლად
ველნეს ტურიზმი ფიზიკურ აქტივობასა და ფუფუნების რელაქსაციას აერთიანებს. ჰიბრიდული განთავსების ვარიანტების, როგორიცაა „გოლფის და სპა კურორტები“ (+300%) და „სათხილამურო კურორტები და სპა“ (+250%), დაჯავშნა და ძიება მკვეთრად გაიზარდა, რადგან მომხმარებლები ფიზიკურ აქტივობასა და სიამოვნებას შორის ბალანსს ეძებენ.
4. მოგზაურობა კომუნიკაციისთვის
ჯგუფური მოგზაურობა, „გულშემატკივრების ტურიზმი“ და მრავალთაობიანი მოგზაურობა წარმოუდგენლად პოპულარული ხდება. მსოფლიო მასშტაბით მოგზაურთა ორი მესამედი მზადაა კონცერტებზე დასასწრებად იმოგზაუროს, ხოლო სირბილთან, ველოსპორტთან და Hyrox-ის ღონისძიებებთან დაკავშირებული „გამძლეობის ტურიზმი“ ხუთჯერ გაიზარდა.
5. მომავლის მოგზაურობა
ხელოვნური ინტელექტი მოგზაურობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მთავარ დამხმარე საშუალებად იქცევა. „მოგზაურობის დაგეგმვის დახმარების“ ძიების რაოდენობა წლიურად 190%-ით გაიზარდა.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე
