ტურიზმის სფეროში მზარდი დინამიკა გვაქვს, ამას უნდა უპასუხოს ახალმა ინფრასტრუქტურამ და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი აეროპორტის მშენებლობა – ირაკლი კობახიძე

ტურიზმის სფეროში მზარდი დინამიკა გვაქვს, ამას უნდა უპასუხოს ახალმა ინფრასტრუქტურამ და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი აეროპორტის მშენებლობა –
ტურიზმის სფეროში მზარდი დინამიკა გვაქვს, ამას უნდა უპასუხოს ახალმა ინფრასტრუქტურამ და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი აეროპორტის მშენებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ახალი აეროპორტის პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი.
„დღევანდელი თბილისის აეროპორტის რესურსი არის 4 მილიონი მგზავრი წელიწადში. 4 მილიონ მგზავრზე მეტის მასპინძლობა არსებულ აეროპორტს არ შეუძლია. მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს მზარდი დინამიკა ტურიზმის სფეროში, ამას უნდა უპასუხოს ახალმა ინფრასტრუქტურამ და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი აეროპორტის მშენებლობა. სამუშაოები აქაც არის დაწყებული. რაც შეეხება ლოკაციას, ვაზიანის ტერიტორიაზე განიხილება ახალი აეროპორტის მშენებლობა და აქტიური სამუშაოები წარიმართება იმისათვის, რომ პარტნიორებთან დაიდოს ხელშეკრულება ახალი აეროპორტის განსავითარებლად. ეს სამუშაოები ძალიან სწრაფ ტემპში წარიმართება 2029 წლისთვის არის დაგეგმილი პროექტის პირველი ფაზის დასრულება, რის შემდეგაც უკვე განხორციელდება პროექტის მეორე ფაზა. საბოლოო ჯამში ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ გავყვებით იმ დინამიკას, რაც არის პროგნოზირებული ვიზიტორების გაზრდის თვალსაზრისით. ახალი აეროპორტის მშენებლობის შემდეგ 18 მილიონამდე გაიზრდება აეროპორტის რესურსი. წლის განმავლობაში 18 მილიონ ვიზიტორს უმასპინძლებს ახალი აეროპორტი, შესაბამისად, ესეც არის მასშტაბური პროექტი, რომელიც ემსახურება არამარტო თბილისის, არამედ ქვეყნის განვითარებას და ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს