ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ტუროპერატორებს მასპინძლობს

სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და დან 12 მსხვილ ტურისტულ კომპანიას მასპინძლობს.
გაცნობითი ტურის ფარგლებში უცხოელ ტუროპერატორებს ქართველი კოლეგები შეხვდნენ. B2B ფორმატში გამართულ შეხვედრაზე თანამშრომლობის გაღრმავების, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტული ჯგუფების ჩამოყვანისა და ზამთრის ტურისტულ სეზონზე, სათხილამურო კურორტებზე პაკეტების შეთავაზების საკითხები განიხილეს.
უცხოური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები გაემგზავრნენ კახეთში, სადაც ტურისტულ ინფრასტრუქტურასა და ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან, ტუროპერატორებმა უკვე მოინახულეს წინანდალი, თელავი, სიღნაღი და ლოპოტა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – არ მახსენდება, ასე ადრე, სპეციალურად გამოეშვათ ადამიანი ციხიდან, რომ კადრები არ არსებობდეს, როგორ ტოვებს საპყრობილეს – ეს მიუთითებს, ე.წ. ხელისუფლება რეალობისგან რამდენად არის მოწყვეტილი და გასული მომსახურების ზონიდან

ვოლოდიმირ ზელენსკი – მადლობელი ვარ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის – მნიშვნელოვანია, რომ რუსული აქტივები გაყინული დარჩეს