ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოელ ინფლუენსერს მასპინძლობს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთიდან ცნობილ ინფლუენსერს მასპინძლობს.
უწყების ინფორმაციით, Isa Mohammad Khan-ს სოციალურ ქსელებში მილიონამდე გამომწერი ჰყავს.
„პრესტურის ფარგლებში ცნობილი ინფლუენსერი ეწვევა თბილისს, სვანეთს, ყაზბეგს, აჭარას. მოამზადებს ეფექტურ სარეკლამო მასალას, რომელსაც საკუთარ სოციალურ გვერდებზე განათავსებს“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.