ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაში მონაწილეობს

ესპანეთში, ბარსელონაში მიმდინარე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 121-ე სხდომას საქართველოს დელეგაცია ესწრება.
სხდომას ესწრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული.
ღონისძიებას ესწრებიან გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ტურიზმის მინისტრები და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, საბჭოს სხდომის ფარგლებში ტარდება თემატური სადისკუსიო პანელები, სადაც ორგანიზაციის შემდგომი საქმიანობა განიხილება.

ღონისძიების ფარგლებში მიმდინარეობს დისკუსიები და პრეზენტაციები ტურიზმის ინდუსტრიაში მიმდინარე ტრენდების, აღდგენის, ზრდის დინამიკის, პროდუქტების განვითარებასა და სხვა საკითხების შესახებ.