ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავიაკომპანია Sky Express-თან თანამშრომლობას იწყებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამაზ იორაშვილი ბერძნული ავიაკომპანიის Sky Express-ის მფლობელს იუანის გრილოსის და ავიაკომპანიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ავიაკომპანიასთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
უწყების ცნობით, Sky Express საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიდა. ავიაკომპანიამ პირდაპირ რეგულარულ რეისები ათენიდან თბილისის მიმართულებით, კვირაში სამი სიხშირით დაიწყო. ახალი ავიაკომპანიის საქართველოს ავიაბაზაზე შემოსვლა ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების გაზრდას საბერძნეთიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: მისი შვილი ვიყავი მე, შვილობილი და 10-15 წუთი დამჭირდა, რომ შემოვეშვი, გზა გამეგო საიდან უნდა შევსულიყავი და შეიძლებოდა თუ არა შემოვსულიყავი. წირვა დაიწყო და მე ახლა თქვენს წინ ვდგავარ, იმიტომ, რომ ვერ შემოვედი