ტურიზმის განვითარება ჩემ სოფელში – ხელვაჩაურის მინიციპალიტეტში განაცხადების მიღება დაიწყო
პროექტი – ტურიზმის განვითარება ჩემს სოფელში, მისი მიზანია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალი ტურისტული ლოკაციის აღმოჩენა და პოპულარიზაცია, ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული გარემოს შექმნა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება ახალი ტურისტული ლოკაციების რეგისტრაცია, მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ ადგილზე გასვლა და შემდგომი საქმიანობის დაგეგმვა, რაც ხელშეუწყობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
პროექტში მონაწილეობისათვის საჭიროა შეავსოთ განაცხადის ფორმა, სადაც დაასაბუთებთ თქვენი სოფლის უცნობი და მიმზიდველი ადგილის მნიშვნელობას.
პროექტი ხორციელდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ტელეფონის ნომერზე – 599 35 91 91 ქეთევან დევაძე.
შეავსეთ აპლიკაცია მითითებულ ბმულზე: https://docs.google.com/…/1FAIpQLSceS1G3luKYDaD9uG…/viewform