ტურიზმის ადმინისტრაცია წინანდლის ღვინის სიმპოზიუმს 250 ათასი ლარით დაასუბსიდირებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია “ღვინის სიმპოზიუმს” 250 000 ლარით დაასუბსიდირებს.
შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ 26 აგვისტოს მიიღო. დოკუმენტის თანახმად, სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიების ნაწილობრივ დაფინანსება (სუბსიდირების) შიდა ტურიზმის სტიმულირებისა და ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის მიზნით დაევალა.
როგორც BMG-ის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განუცხადეს, საუბარია წინანდლის ღვინის სიმპოზიუმის ნაწილობრივ დაფინანსებაზე, რომელიც შემოდგომაზე ჩატარდება.
წყარო: bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ