ტურიზმის ადმინისტრაციაში წელს ₾2 მლნ-ზე მეტის ხელფასები გაიცემა – როგორია ხელმძღვანელი პირების ანაზღაურება?

ტურიზმის ადმინისტრაციაში წელს 2 მლნ ლარზე მეტის ხელფასები გაიცემა. შესაბამისი განკარგულება, საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყების საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2024 წლის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთახმების შესახებ რამდენიმე დღის წინ გამოსცა, რომელიც ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდანაა.
დოკუმენტის მიხედვით, ადმინისტრაციაში დასაქმებული პირები შრომითი ანაზღაურება 2.155 მლნ ლარს შეადგენს. ეკონომიკის სამინისტროს ამ კონკრეტულ ქვეუწყებაში 63 ადამიანი საქმდება.
ადმინისტრაციას 2022 წლის დეკემბრიდან მაია ომიაძე ხელმძღვანელობს, რომელსაც 4 მოადგილე ჰყავს. აქედან პირველი მოადგილის პოსტს თამარ ყორიაული იკავებს, ხოლო ხელმძღვანელის მოადგილეები თამაზ იორაშვილი და მედეა ჯანიაშვილი არიან. განკარგულების მიხედვით, მაია ომიაძის თანამდებობრივი სარგო გადასახადების ჩათვლით 7 714 ლარია, მოადგილეების კი 6 650 ლარი.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ყველაზე დაბალი სახელფასო ანაზღაურება სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმებულს აქვს, რაც გადასახადების ჩათვლით 997.5 ლარს შეადგენს, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტს კი 1 729 ლარი აქვს.