ტურიზმიდან შემოსავლები 2.3%-ით გაიზარდა – რომელი ქვეყნებიდან დაფიქსირდა ზრდა?

2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 826 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 2.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გასული წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან შემოსავალი 807.7 მლნ დოლარი იყო. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკაში.
ამასთან, სებ-ის სტატისტიკის თანახმად, მაღალი ზრდა დაფიქსირდა აზერბაიჯანიდან და საუდის არაბეთიდან, ასევე ისრაელიდან. რაც შეეხება რუსეთს, ამ შემთხვევაში ტურიზმიდან შემოსავალი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირებულია.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან 2025 წლის პირველ კვარტალში ასე ნაწილდება:
რუსეთი – 141.8 მლნ აშშ დოლარი (წლიური კლება – 17.17%)
ისრაელი – 114.2 მლნ აშშ დოლარი (წლიური მატება – 73.84%)
ევროკავშირი – 103.2 მლნ აშშ დოლარი (წლიური კლება – 4.71%)
აზერბაიჯანი – 48.6 მლნ აშშ დოლარი (წლიური მატება – 19.7%)
უკრაინა – 33.7 მლნ აშშ დოლარი (წლიური მატება – 1.81%)
სომხეთი – 28.2 მლნ აშშ დოლარი (წლიური კლება – 9.9%)
ირანი – 27.2 მლნ აშშ დოლარი (წლიური კლება – 7.8%)
ბელარუსი – 15.9 მლნ აშშ დოლარი (წლიური კლება – 4.22%)
საუდის არაბეთი – 8.7 მლნ აშშ დოლარი (წლიური მატება – 11.54%)
დანარჩენი ქვეყნები – 197.4 მლნ აშშ დოლარი (წლიური მატება – 6.01%)

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს