ტურიზმიდან შემოსავალმა 2024 წლის 3 კვარტალში რეკორდულ 1,6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 8,0%-ს შეადგენს. ინფორმაციას Galt&Taggart აქვეყნებს.
„ტურიზმიდან შემოსავლის მთავარი წყარო იყო რუსეთი, შემდეგ მოდის ევროკავშირი, თურქეთი, ისრაელი და საუდის არაბეთი. შემოსავლების ზრდაზე დადებითად იმოქმედა რუსეთი (+3.3% წ/წ), ისრაელი (+33.8% წ/წ) და საუდის არაბეთიდან (+13.1% წ/წ) გაზრდილმა მაჩვენებლებმა, ხოლო შემცირდა შემოსავლები ევროკავშირიდან (-0.9% წ/წ) და თურქეთიდან (-13.3% წ/წ).
სხვა არატრადიციულმა ბაზრებმა ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შემოსავლების ზრდაში, რომელიც ემთხვევა ვიზიტორების რაოდენობის ზრდას.
სებ-ის მიხედვით, 2024 წლის მე-3 კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 8.0%-ით გაიზარდა და 1.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 3.5 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც წლიურად 6.5%-იანი ზრდაა. ჩვენი პროგნოზით, 2024 წელს ტურიზმის შესავლები 4.4 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს (4.1 მლრდ აშშ დოლარი იყო 2023 წელს)“, – ნათქვამია მიმოხილვაში.