ტუაფსე, ანაპა – რუსეთის კრასნოდარის მხარეზე დრონებით მასირებული შეტევა იყო

რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, უკრაინული დრონებით მასირებული შეტევა იყო ტუაფსეს პორტზე. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის. ტუაფსეში მდებარეობს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც, რომელსაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა დრონებით შეუტიეს 2024 წლის ივლისში.
26 თებერვალს, ადგილობრივი დროით 05:00 საათისთვის ტუაფსეს მუნიციპალური ოლქის ხელმძღვანელ სერგეი ბოიკოს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ „მტრის დრონებით“ შეტევის შედეგად კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, ქალაქში საჰაერო თავდაცვის ძალები მუშაობენ და ადგილობრივ მცხოვრებთ ეკრძალებათ სოციალურ ქსელებში „მოვლენების“ ამსახველი ვიდეოების გამოქვეყნება.
დაახლოებით იმავე დროს, კრასნოდარის მხარის გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ტუაფსეს გარდა ორი სახლი დაზიანდა ტემრიუკის რაიონში და არასაცხოვრებელი შენობა ქალაქ ანაპის მახლობლად.
ს თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 128 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან 83 კრასნოდარის მხარეში, 30 – ყირიმში, 8 – აზოვის ზღვის თავზე, 5 – შავი ზღვის თავზე, 1 – ბრიანსკის ოლქში და 1 – კურსკში.
ეს მონაცემები სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის.
კრასნოდარის მხარე რუსეთის იმ რეგიონებს შორისაა, სადაც უკრაინის თავდაცვის ძალები დრონებით ხშირად უტევენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სხვა მსგავს ობიექტებს. ბოლო ასეთი შეტევა 17 თებერვალს იყო ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ნავთობის საქაჩ სადგურზე „კროპოტკინსკაია”.
რუსეთთან ომში მყოფ ს რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის საცავები.