რუსეთში, ტუაფსეს პორტში დრონით თავდასხმის შედეგად რუსულ ნავთობტანკერს ხანძარი გაუჩნდა, – ინფორმაციას Reuters-ი კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ტუაფსეს პორტში, დრონის ნაწილები ნავთობტანკერს დაეცა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ეკიპაჟი ევაკუირებულია“, – განაცხადა კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციამ.
კრასნოდარის ადმინისტრაციის ცნობით, დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად პორტის ინფრასტრუქტურაც დაზიანდა.
ასევე, იერიშის შედეგად ტუაფსეს მახლობლად მდებარე საცხოვრებელი შენობა და რკინიგზის სადგური დაზიანდა.




