ტუალეტში ჩაკეტა და ძალადობით გოგონას ვაგინაში თითს უყოფდა – მამარდაშვილის თანაგუნდელი სერიოზულ შარში გაეხვია

27 წლის ესპანელი ფორვარდი რაფა მირი, რომელიც “სევილიადან” გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიაში” იჯარით თამაშობს, სერიოზულ შარში გაეხვია.
El Mundo-ს ინფორმაციით, 2 სექტემბერს ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ ფეხბურთელი გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდობით დააკავა, ორ დღეში კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
მედიაში სავარაუდო მსხვერპლთა ჩვენებებიც გავრცელდა. ირკვევა, რომ მირი გოგონებს ღამის კლუბში შეხვდა და შემდეგ საკუთარ სახლში წვეულებაზე დაპატიჟა. სავარაუდო შევიწროება პირველად ტაქსიში მოხდა. “ღამურების” ფორვარდმა ერთ-ერთ გოგონასთან ხელით შეხება დაიწყო, შემდეგ კი გოგონამ მძღოლს სთხოვა, რომ ავტომობილი გაეჩერებინა, რათა ადგილის გაცვლა შესძლებო
და.
როდესაც მირი და გოგონები ფეხბურთელის სახლში მივიდნენ, მათ რაფას 2 მეგობარი შეუერთდათ. ერთ-ერთმა მომჩივანმა აღიარა, რომ მას თავდაპირველად მისი თანხმობით სექსი ჰქონდა პრეზერვატივის გარეშე, რომელიც 15 წუთს გაგრძელდა. მეორე კი აცხადებს, რომ სახლის ტუალეტში მასზე იძალადეს.
გოგონას განცხადებით, ეჭვმიტანილმა ის ტუალეტში შეიყვანა და კარები დაკეტა, რომ ის იქიდან ვეღარ გასულიყო. მისი თქმით, ის შოკში ჩავარდა, ტირილი დაიწყო და რაფას ეხვეწებოდა, რომ გაეშვა, მაგრამ მირმა მის თხოვნას ყურადღება არ მიაქცია.
ამის ნაცვლად ის ნიჟარაზე ჩამოჯდა და სავარაუდო დაზარალებულს ვაგინაში თითების შეყოფა დაუწყო. მომჩივანის განცხადებით, იმის მაგივრად, რომ გაეშვა, რაფა მას მთელ სხეულზე ეხებოდა.
“მან ჩემი თავი ხელებში მოიქცია და მითხრა, მაკოცეო. ამ დროს ფეხბურთელს ხელი ვკარი, კარი გავაღე და გავიქეცი”, – იხსენებს გოგონა.
ქალები ნახევრად შიშველი გააძევეს სახლიდან. ეს მირის მეზობელმა შენიშნა და ადგილობრივ პოლიციას დაუკავშირდა.
აღსანიშნავია, რომ მოსამართლემ არა მარტო რაფას, არამედ მისი ერთ-ერთი მეგობრის მიმართაც მიიღო ზომები, რომელმაც ერთ-ერთ გოგონას ტუჩი დაუზიანა.