ტროტუარზე პროტესტისთვის მოქალაქეს 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება

მოქალაქე გიორგი წულაიას 17 დეკემბერს პარლამენტის წინ ტროტუარზე დგომით პროტესტის გამოხატვის გამო 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღსაძრავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამართლე დავით მაკარიძემ მიმართა.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, რის გამოც გიორგი წულაიას მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება უნდა შეწყდეს და შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცეს -ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტს“, – დაწერა მოსამართლე დავით მაკარიძემ გადაწყვეტილებაში.
მოსამართლე ამ დასკვნამდე მიდის მას შემდეგ, რაც აღნიშნავს, რომ გიორგი წულაია გზის გადაკეტვის ბრალდებით ადმინისტრაციულ პატიმრობაში უკვე იმყოფებოდა 8 დღის განმავლობაში. მისი განმარტებით, ასეთი შემთხვევებზე წერია სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც, „იმავე ქმედების ჩადება“ ისჯება ერთ წლამდე პატიმრობით.
გუშინ, 8 იანვარს გიორგი წულაიამ შეიტყო, რომ ტროტუარზე პროტესტის გამო მის წინააღმდეგ აღძრული ადმინისტრაციული საქმე მოსამართლე დავით მაკარიძემ შეწყვიტა.
„დღეს, 8 საათზე დამირეკეს და მითხრეს, რომ თქვენმა მოსამართლემ, დავით მაკარიძემ განიხილა თქვენი საქმე და შეწყვიტა წარმოებაო. არგუმენტზე რომ ვიკითხე, მითხრეს, რომ დადგენილებაში ეწერება, რომელსაც ჩამაბარებენ“, – უთხრა 8 იანვარს წულაიამ რადიო თავისუფლებას.
გიორგი წულაია იმავე სასამართლომ გასული წლის 22 ოქტომბერს 8-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა. მას ედავებოდნენ საავტომობილო მოძრაობის გადაკეტვას.
ტროტუარზე პროტესტის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი 10-ზე მეტ ადამიანს შეუდგინა. სასამართლოს ამ დრომდე სამართალდამრღვევად არავინ გამოუცხადებია. გიორგი წულაია კი პირველია, ვისი სისხლის სამართლის წესით გასამართლებაზეც გაჩნდა ეჭვი.
ერთი თვის წინ, 10 დეკემბერს სადავო პარლამენტმა დაჩქარებულად განიხილა და მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც სავალდებულო გახდა „ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას“ აქციის გამართვისთვის პოლიციის 5 დღით ადრე გაფრთხილება.
· ახალი კანონით, თუკი აქცია გაიმართება ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ორგანიზატორი (პასუხისმგებელი პირი) ვალდებული იქნება, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტს (მანიფესტაციის ჩატარების ადგილის მიხედვით) წერილობით მიმართოს;
· წესის დარღვევის პირველ შემთხვევაში 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული, იმავე წელს მეორე და ყველა მომდევნო შემთხვევაში კი 1 წლამდე პატიმრობა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის, ხალხის მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია“, – წერია ახალ კანონში.
თუკი პოლიცია ჩათვლის, რომ დემონსტრაცია დაარღვევს ამ წესს, „კანონის დარღვევის შესაწყვეტად“ 15 წუთს მისცემს. ამის შემდეგ მას პასუხისგებაში მისცემენ.
სახალხო დამცველის განცხადებით, ახალი კანონები, რომელიც დემონსტრაციებს შეეხება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და არ არის განჭვრეტადი.
ფორუმი