ტრეფიკინგთან ბროძლის მიმართულებით საქართველო წელსაც უმაღლეს შეფასებას იღებს

ტრეფიკინგთან ბროძლის მიმართულებით საქართველო წელსაც უმაღლეს შეფასებას იღებს
2025 წლის 29 სექტემბერს გამოქვეყნდა -ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თაობაზე, რომლის თანახმად ამ დანაშაულის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს მასშტაბით 188 ქვეყანას შორის უკვე მე-10 წელია ინარჩუნებს ადგილს ე.წ. „პირველ კალათაში“. წელს შეფასების უმაღლეს შკალაში მხოლოდ 33-მა ქვეყანამ დაიკავა ადგილი.
საქართველო წელსაც ერთადერთია რეგიონის მასშტაბით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან უმაღლეს პირველ კალათაში ვერ მოხვდა 11 ქვეყანა.
საქართველო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, რომელიც, ასევე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია და ქმნის ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო და საიმედო გარემოს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ამ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სტანდარტებს, განაგრძობს მტკიცე, მდგრად, თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის უმაღლეს შეფასებას.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ყველა მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გაძლიერებული ძალისხმევა როგორც დანაშაულის პრევენციის, ისე დამნაშავეთა გამოვლენის, დასჯისა და მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით.
საქართველოს მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოწინავე პოზიციის დაკავება და საანგარიშო პერიოდში მიღწეული პროგრესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ეფექტიანი მუშაობის შედეგია.
საბჭოს საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში შედის ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების, სახალხო დამცველის აპარატისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ

აგენტი აგენტის დასაცავად – თინა ხიდაშელი რომ ტაივანის გაშიფრული აგენტია, ეს მთელმა საქართველომ და ტაივანმა იცის, მაგრამ აქ საინტერესო ის არის, თუ როგორ დაგეშეს პატრონებმა ბაჩიაშვილის დასაცავად, არ აქვს ხიდაშელისთვის მნიშვნელობა დამნაშავეა თუ არა ბაჩიაშვილი, დავალება მიიღო და იცავს!

როცა ბაჩიაშვილის დედა საუბრობს, რომ ივანიშვილთან ახლობლობა აკავშირებდა და რატომ არის ის მსჯავრდებული, ეს მიუთითებს, რომ ყველა თანასწორია კანონის წინაშე და როდესაც ადამიანი თაღლითობას სჩადის ახლობელთან, რომელმაც ფეხზე დააყენა, ეს ორმაგად ამორალური საქციელია

თურმე, ბიძინა ივანიშვილის ახლობელი ყოფილა ბაჩიაშვილი და ამიტომ „ასე არ უნდა მოქცეოდა“, ჯერ ერთი, ივანიშვილი კი არ „მოექცა“, შესაბამისი უწყებები მოიქცნენ კანონის შესაბამისად და მეორე, თუ ვინმეს არ უნდა უღალატო და მოჰპარო, პირველ რიგში ახლობელს