ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ლიგა 1-ის კლუბის შეძენას გეგმავს

“ლივერპულის” განაპირა მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ლიგა 1-ის კლუბ “ნანტის” შეძენას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა L’Equipe-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მოლაპარაკებებს ტრენტის მამა მაიკლ არნოლდი აწარმოებს. გამოცემის ინფორმაციით, მამა-შვილი თავდაპირველად “სენტ ეტიენისა” და “ლე ავრის” ყიდვას განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი “ნანტზე” შეაჩერეს.
ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს “ნანტის” შესაძენად დაახლოებით 180 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
ფრანგულ კლუბს 2007 წლიდან უოლდემარ კიტა ფლობს, რომელიც ფანებს შორის ნაკლებად პოპულარულია და “ყვითლების” ქომაგები მის გადაწყვეტილებებს ხშირად აპროტესტებენ.
ცნობისთვის, “ნანტს” ლიგა 1-ის ტიტული ისტორიაში 8-ჯერ აქვს მოგებული.

ასევე დაგაინტერესებთ