ტრეიდერები ვარაუდობენ, რომ ბიტკოინის ფასი 65 000 დოლარზე დაბლა დაეცემა – Bloomberg

ბიტკოინი დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა, 2025 წლის ოქტომბერში დაფიქსირებული ყველა დროის პიკიდან ღირებულება 40%-ით შემცირდა.
Bloomberg-ი იუწყება, რომ ბაზრის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ფსკერი ჯერ არ არის მიღწეული.
პოპულარულ დეცენტრალიზებულ პროგნოზირების პლატფორმა Polymarket-ზე ტრეიდერების განწყობა მკვეთრად გაუარესდა. ბიტკოინის 65 000 დოლარამდე ვარდნის ალბათობა წელს 82%-ით არის შეფასებული.
კრიპტოვალუტის ღირებულების 100 000 დოლარამდე დაბრუნების იმედები წლის დასაწყისში არსებული 80%-დან 54%-მდე შემცირდა. 1 მარტისთვის 70 000 დოლარზე დაბლა ვარდნის ალბათობა კი 72%-ით არის შეფასებული.

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი

საპატრიარქო: საპატრიარქოში 18 მარტს პანაშვიდი არ იგეგმება – 18 მარტს შედგება წმინდა სინოდის სხდომა, რომლის დასრულების შემდეგ ილია II-ს საპატრიარქო რეზიდენციიდან გადაასვენებენ სამების საპატრიარქო ტაძარში