ტრევის სკოტი პარიზის პოლიციამ გაათავისუფლა

ამერიკელი რეპერი, ტრევის სკოტი პარიზში პოლიციამ გაათავისუფლა, მას ბრალდებები არ წარედგინა.
პარიზის პროკურატურის განცხადებაში წერია, რომ “პოლიციის ორდერი ტრევის სკოტის დაკავებისთვის მოიხსნა და ყველა სასამართლო პროცედურა გაუქმდა, რადგან შემთხვევა უმნიშვნელო იყო”.
9 აგვისტოს ტრევის სკოტი პარიზში პირად მცველთან ჩხუბის გამო პოლიციამ დააკავა.
სკოტი თავს დაესხა დაცვის თანამშრომელს, რომელიც სასტუმროში, George V, ორი ადამიანის გაგდებას ცდილობდა.
როგორც ცნობილია, რეპერი პარიზში ოლიმპიადაზე დასასწრებად იმყოფება და წინა დღეებში ის -სერბეთის საკალათბურთო ნაკრებების თამაშს ესწრებოდა.
წყარო: ტაბულა

ასევე დაგაინტერესებთ