„ტრანსფერმარკეტზე“ ხვიჩა კვარაცხელიას ფასი შემცირდა

ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი ხუთი მილიონი ევროთი შემცირდა, მაგრამ ის იტალიის ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელთა ხუთეულში რჩება – განახლებული ფასები Transfermarkt-მა გაავრცელა.
საჩემპიონო სეზონის შემდეგ „ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის სატრანსფერო ფასი 85 მილიონი ევრო იყო. თუმცა, წლის ბოლოს შემცირდა და ახლა 80 მილიონი ევროა.
ამის მიუხედავად, სერია A-ს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების საუკეთესო ხუთეულში მეოთხეა. პირველ ადგილზე მისი თანაგუნდელი, ვიქტორ ოსიმენი იყო, მაგრამ განახლებული მონაცემებით ნიგერიული თავდამსხმელის ფასი 120 მილიონის ნაცვლად, 110 მილიონი ევრო გახდა. მას „ინტერის“ არგენტინელი ფორვარდი, ლაუტარო მარტინესი გაუთანაბრდა, რომლის ფასიც 10 მილიონი ევროთი გაიზარდა.
სერია A-ს ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეთა საუკეთესო ხუთეული (Transfermarkt-ის მხედვით):
1. ლაუტარო მარტინესი, „ინტერი“ – 110 მილიონი ევრო;
2. ვიქტორ ოსიმენი, „ნაპოლი“ – 110 მილიონი ევრო;
3. რაფაელ ლეაო, „მილანი“ – 90 მილიონი ევრო;
4. , „ნაპოლი“ – 80 მილიონი ევრო;
5. ნიკოლო ბარელა, „ინტერი“ – 75 მილიონი ევრო.

ასევე დაგაინტერესებთ

“ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მოხდა ასეთი რამ. მე 4 წლის განმავლობაში ვიყავი მერი, ასევე საკრებულოს წევრი, ვემსახურებოდი საზოგადოებას, ჩოხატაურელებს, ვემსახურებოდი ყველას და მყავს მცირეწლოვანი შვილი, პენსიონერი ბებო, ვნანობ, რაც გავაკეთე”

4 ოქტომბრის საქმეზე მოწმე პოლიციელი: ათონელის ქუჩაზე, აქციის მონაწილეები ჩვენ მიმართ ისროდნენ სხვადასხვა ნივთს, ქვებს, გვაყენებდნენ შეურაცხყოფას, რასაც მაქსიმალურად ვითმენდით, მე თავის არეში მომხდა ფილა – ვინ ისროლა, არ დამინახავს