ტრანსფერი გადაწყვეტილია – ოქრიაშვილის ახალი კლუბი ცნობილია

თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას თბილისის “დინამოში” გააგრძელებს, ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას Action.ge ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ტრანსფერი ოფიციალურად მომდევნო კვირაში დადასტურდება.
პირადი კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, ოქრიაშვილი ბოლოს “გაგრას” ღირსებას იცავდა, 2023 წლის პირველი ივლისის შემდეგ კი უკლუბოდაა.
“ოქრის” სხვადასხვა დროს “შახტარის”, “ილიჩევეცის”, “ჩერნომორეცის”, “გენკის”, “ესქიშეჰისპორის”, “კრასნოდარის”, “ანორთოსისისა” და “აპოელის” რიგებში უთამაშია.