“საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაზე კიბერთავდასხმა განხორციელდა “ანონიმუსთან” აფილირებული ქართველი ჰაკერების მიერ… ეს გაფრთხილებაა მჩაგვრელებისთვის: თქვენი დანაშაული დემოკრატიისა და ხალხის წინააღმდეგ უპასუხოდ არ დარჩება,” – ამის შესახებ ჰაკერებისა და აქტივისტების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous-ი X-ზე წერს.
“ბოლო კვირებში, Anonymous-მა კიბერ შეტევები დაიწყო საქართველოში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი უკანონო რეჟიმის წინააღმდეგ. ეს აქტივობა, რომელიც დაიწყო საქართველოს მთავრობის ყველა სამინისტროს ვებგვერდის შეჩერებით, გაგრძელდა თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაზე დღევანდელი დაჰაკვით, რომელიც განხორციელდა Anonymous-თან აფილირებული ქართველი ჰაკერების მიერ, მოიცავდა ავტობუსის სალაროს აპარატებში შეღწევას, როგორც პირდაპირი გზავნილი კორუმპირებული ხელისუფლებისთვის, რომელმაც გააყალბა არჩევნები და დააწესა ავტორიტარული რეჟიმი. ეს არის გაფრთხილება მჩაგვრელებისთვის: თქვენი დანაშაული დემოკრატიისა და თქვენი ხალხის წინააღმდეგ უპასუხოდ არ დარჩება. ქართველ ხალხს: ადექი, შეეწინააღმდეგე და დაიბრუნე შენი თავისუფლება. თქვენ მარტო არ ხართ ამ ბრძოლაში. გაუმარჯოს საქართველოს,” – წერს Anonymous-ი.