ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო მონიტორინგის სამსახურში დასაქმების მსურველთათვის ვაკანსიებს აცხადებს

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ მონიტორინგის სამსახურის პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის სპეციალისტის ვაკანსიებზე მიღება გამოაცხადა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, კატეგორიების მიხედვით, მოცემულ ვაკანსიაზე თანამდებობრივი სარგო 1862-დან 3325 ლარამდეა.
„სატრანსპორტო რეფორმა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა, რომელიც მრავალი კომპონენტისგან შედგება და მისი მნიშვნელოვანი ნაწილია აღსრულება. მათ, ვისაც აქვს დასაქმების სურვილი და უნდა გახდეს მერიის სატრანსპორტო რეფორმის მონაწილე, შეუძლია, მიმართოს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს. შესაბამისი გასაუბრებისა და სტაჟირების გავლის შემდეგ, კანდიდატს შესაძლებლობა ექნება, მონიტორინგის სამსახურში დასაქმდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”