ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორმა წარმოება 14%-ით გაზარდა და მისი წილი ეკონომიკაში დაახლოებით 6.6%-ს გაუტოლდა – კვლევა

2024 წელს, საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის წარმოებამ 9.7 მლრდ ლარს მიაღწია, რაც, წინა წელთან შედარებით, 14%-ით მეტია. ფულად გამოსახულებაში ზრდა 8.51 მლრდ ლარია, – ამის შესახებ „ს“ კვლევაშია აღნიშნული.
დოკუმენტის მიხედვით, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის 9.7 მლრდ-იანი წილი, საქართველოს მთლიანი ეკონომიკური წარმოების დაახლოებით 6.6%-ია.
„2024 წელს, საქართველოში, საქართველოდან და საქართველოს გავლით 31 მლნ ტონა ტვირთი გადაიტანეს, რაც, გასულ წელთან შედარებით, 5%-იანი ზრდაა. იმპორტირებული ტვირთების რაოდენობა 8%-ით გაიზარდა, ექსპორტი – 10%-ით, ხოლო სატრანზიტო ტვირთები – 3%-ით. ტრანზიტი კვლავ დომინირებდა და მთლიანი ტვირთების გადაზიდვის 55%-ს შეადგენდა, შემდეგ 37%-იანი წილით იმპორტი მოდის, ექსპორტს კი 8%-იანი წილი აქვს.
საქართველოს პორტებისა და ტერმინალების მიერ გადამუშავებული ტვირთების მთლიანმა მოცულობამ 15.6 მლნ ტონა შეადგინა, რაც წლიური 6%-იანი მატებაა.
სარკინიგზო ტვირთების მოცულობა წლიურად 1%-ით გაიზარდა და 13.7 მლნ ტონას მიაღწია.
საგზაო ტვირთების გადაზიდვის სრული ოდენობა 14.8 მლნ ტონა იყო, რაც ახალი რეკორდია – გასულ წელს 4%-ით ნაკლები (14.23 მლნ ტონა) იყო.
რაც შეეხება საჰაერო ტვირთებს, მისი სრული მოცულობა 26.2 ათასი ტონა გახლდათ და ეს წლიური 34%-იანი ზრდაა“, – ვკითხულობთ „ კაპიტალის“ კვლევაში.