„ტრანსნეფტის“ ვიცე-პრეზიდენტი ბადალოვი მოსკოვში გარდაცვლილი იპოვეს

„ტრანსნეფტის“ ვიცე-პრეზიდენტი ანდრეი ბადალოვი მოსკოვში გარდაცვლილი იპოვეს. კომპანიის ტოპ-მენეჯერი 62 წლის იყო.
TASS-ის წყაროს ცნობით, ბიზნესმენის ცხედარი რუბლიოვსკოეს გზატკეცილზე მდებარე სახლის ფანჯრების ქვეშ იპოვეს.
„გარდაცვალების წინასწარი მიზეზი თვითმკვლელობაა“, – განუცხადა სააგენტოს წყარომ.

ასევე დაგაინტერესებთ