ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე დაკრძალეს

თბილისში, ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს 18 სექტემბერს საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლული 37 წლის ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე. მის სამოქალაქო პანაშვიდს ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი, ც დაესწრო.
კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, მისი პარტნიორი 26 წლის ბექა ჯაიანი 19 სექტემბერს დააკავეს – გამოძიება მას გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. სასამართლომ მას 20 სექტემბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
კესარია აბრამიძის მკვლელობამდე ერთი დღით ადრე საქართველოს პარლამენტმა მიიღო ჰომოფობიური კანონი, რომელიც მკვეთრად ზღუდავს ლგბტქ ადამიანების უფლებებს და ზოგადად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.