ტრანზიტული ნომერი 370 ლარი ეღირება 50-ის ნაცვლად – კიდევ რომელი მომსახურებების ფასი იზრდება და რამდენით?

ტრანზიტული ნომრის გაცემისათვის საფასური 370 ლარამდე გაიზრდება. დღეს ეს საფასური 50 ლარია. ცვლილებების კანონპროექტი უკვე პარლამენტშია.
-ს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები სააგენტოს სხვა მომსახურებების საფასურის გაზრდასაც ითვალისწინებს და ახალ მომსახურებებსა და საფასურსაც ადგენს.
კანონპროექტის მიხედვით ახლებურად ყალიბდება სააგენტოს ცალკეული მომსახურების საფასურის განაკვეთები. კერძოდ:
· ტრანზიტული ნომრის გაცემისათვის საფასური განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, დღეს არის 50 ლარი ტრანზიტული ნომრის ერთი წყვილის გაცემისთვის;
· საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტის პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმებისათვის შესაბამისი აქტის შედგენით საფასური განისაზღვრება 180 ლარის ოდენობით, ნაცვლად 100 ლარისა.
· იგივე შემოწმების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ, შესაბამისი აქტის შედგენით – საფასური განისაზღვრება 200 ლარის ოდენობით, ნაცვლად 130 ლარისა;
· სააგენტოს მიერ ექსპორტის პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის/აღრიცხვის მოწმობის შევსება და მონაცემების გადაგზავნის საფასური განისაზღვრება 200 ლარის ოდენობით, ნაცვლად 130 ლარისა.
კანონპროექტით დგინდება ახალი მომსახურებები და საფასურის ოდენობა, კერძოდ:
· ტრანზიტული ნომრის გაცემა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი ექსპორტის პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე – 150 ლარი.
· ტრანზიტული ნომრის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა – 20 ლარი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს