ტრანზიტის საფასური საქართველოში ევროზონის და რეგიონის ქვეყნებთან შედარებით შეუსაბამოდ მაღალია – ამის შესახებ ინფორმაცია „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა“ რეგიონში ფასიანი გზების ღირებულების შედარებით ანალიზში წარმოადგინა.
„იყენებს თუ არა საქართველო სატვირთო ავტოტრანსპორტის ტრანზიტით გატარებისას საფასურის აღების სამართლიან პრინციპს? რამდენად თანაზომადია საქართველოში მოქმედი საფასური ევროზონაში და რეგიონის ქვეყნებში დაწესებულ ანალოგიურ ფასიანი გზების გადასახადთან შედარებით?
ევროზონაში და რეგიონის უმეტეს ქვეყნებში ფასიანი გზების ოდენობა, დივერსიფიცირებულია და დამოკიდებულია, სატრანსპორტო საშუალების წონაზე / ღერძების რაოდენობაზე, გზის კლასსზე, ხმაურის დონეზე, გამონაბოლქვზე, ფასიანი გზით სარგებლობის პერიოდზე, ანუ თუ რამდენ დღეში დაფარავს სატრანსპორტო საშუალება სატრანზიტო მონაკვეთს.
საქართველოში ასეთი კლასიფიკაცია არ არსებობს, შესაბამისად გადასახადი უნიფიცირებულია. კერძოდ ტრანზიტად მოძრავი სატვირთო ავტოტრანსპორტი საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთისას იხდის ფიქსირებულ 350 ლარის საფასურს.
იმისათვის, რომ შედარებითი ანალიზი ჩავატაროთ, აუცილებელია საშუალო სატრანზიტო მანძილის დადგენა. კერძოდ გავაშუალედოთ ძირითადი სატრანზიტო დერეფნების მანძილები – სარფი – ლარსი – 499 კმ, ფოთი – ლარსი – 450 კმ, სარფი – სადახლო – 433 კმ, ფოთი – სადახლო – 404 კმ, სარფი – წეთელი ხიდი – 436 კმ, ფოთი – წითელი ხიდი – 387 კმ, ლარსი – სადახლო – 240 კმ.
სატრანზიტო დერეფნების გაშუალედებული – საშუალო მანძილი შეადგენს – 407 კმ ს.
თუ გზათსარგებლობის საფასურის თანხას 350 ლარს გავყოფთ საშუალო სატრანზიტო მანძილზე 407 კმ ზე მივიღებთ, სატვირთო ავტოტრანსპორტის მიერ საქართველოს ტერიტორიის სატრანზიტო დერეფნის ერთ კილომეტრზე გადახდილ თანხას, რომელიც შეადგენს 86 თეთრს, რაც 29 ევრო ცენტის ტოლფასია (იხ. სქემა).
რუსეთში – ფასიანი გზების სიგრძე 2 800 კმ ია, ყველაზე მოთხოვნადი, М-4 «Дон» ი მოსკოვი – სოჩის ტრასაა, სადაც 17 მონაკვეთია (1298 კმ) ფასიანი, ჯამური გადასახადი 5110 რუბლს შეადგენს, რაც ერთ კილომეტრზე – 4 ევრო ცენტის ტოლია. მეორე მოთხოვნადი М-11 «Нева»
მოსკოვი – სანქტ – პეტერბურის – 699 კმ იანი ტრასაა, რომელზეც დაწესებული გადასახადი –
4850 რუბლია, რაც ერთ კილომეტრზე
– 6 ევრო ცენტია. რუსეთის სხვა ფასიან გზებზე გადასახადი მაღალია, ამიტომ სატვირთო ტრანსპორტისათვის საშუალო შეწონილი გადასახადი ერთ კილომეტრზე 9 ევრო ცენტია. საქართველოსთან შედარებით რუსეთში ფასიანი გზების ღირებულება –
3.2 ჯერ დაბალია.
ლიტვაში – ფასიანი გზების გამოყენების გადასახადი, დიფერენცირებულია გამონაბოლქვის გამოფქვევის მიხედვით, თვალნათელია, თუ როგორ ყურადღებას უთმობენ ეკოლოგიას. ასე მაგალითად, EURO – 6 ტიპის სატრანსპორტო საშუალებებისათვის დაწესებულია 2.5 უფრო იაფი გადასახადის სისტემა, ვიდრე სხვა EURO 0 – 5 ტიპის სატრანსპორტო საშუალებებისათვის. მაგალითისათვის EURO – 6 ტიპის სატვირთო ტრანსპორტისათვის დაწესებულია მოქნილი გადასახადი – ერთ დღიანი 13 ევრო, ერთ კვირიანი – 31 ევრო, ერთ თვიანი 62 – ევრო, ერთ წლიანი – 660 ევრო. სავსებით რეალურია რომ ლიტვის ტერიტორიაზე ყველაზე გრძელი სატრანზიტო კლაიპედა – კაუნასი – ვილნიუსის 311 კმ იანი დერეფანი გადამზიდავმა ერთ დღეში დაფაროს და გადაიხადოს 13 ევრო, რაც ერთ კილომეტრზე გადაანგარიშებით 4.2 ევრო ცენტია. ასეთი სისტემა ე.წ. ვინეტკის გადასახადის სახელითაა წოდებული და ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოშია დანერგილი. ლიტვაში ფასიანი გზების გადასახადი 7 ჯერ ნაკლებია საქართველოში დაწესებულ საფასურთან შედარებით.
ყაზახეთში – 2025 წლიდან 30 % ით გაძვირდა ფასიანი გზებით სარგებლობის გადსახადი, სადღეისოდ 3 600 კმ ფასიანი გზებია, ინტენსიურად მიმდინარეობს ფასიანი გზების სისტემის გაფართოება, 2025 წელს ნავარაუდევია 18 მონაკვეთის ჯამურად 3876 კმ დამატება, 2029 წელს სახელმწიფო პროგრამით ფასიანი გზების საერთო სიგრზე 11 000 კმ მდე გაიზრდება. ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებზე აქტაუ – ბიენაუ 454 კმ და ყარაგანდა – ბალხაში 363 კმ, სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის ფასიანი გზის ერთი კილომეტრის ღირებულება 41.3 თენგეს შეადგენს რაც 7 ევრო ცენტის ტოლფასია. მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთში ფასიანი გზების გადასახადი მიმდინარე წელს – 30 % ით გაიზარდა,
საქართველოს სატრანზიტო საფასური 4.1 ჯერ მაღალია.
აზერბაიჯანში – ფასიანი გზები ნაკლებადაა განვითარებული, სადღეისოდ ფუნქციონირებს მხლოდ ბაქო – გუბა – რუსეთთან დამაკავშირებელი 150 კმ სიგრძის ფასიანი გზა. სატვირთო ავტოტრანსპორტი ამ მონაკვეთზე იხდის 14.14 ევროს, რაც ერთ კოლომეტრზე 9.4 ევრო ცენტის ტოლფასია. საქართველოს სატრანზიტო საფასურთან შედარებით – 3 ჯერ ნაკლებია.
უკრაინაში – ფასიანი გზების არ ფუნქციონირებს, სადღეისოდ 6 ძირითად მიმართულებაზე, დნეპტოპეტროვსკის, კიევის ლვოვის, ოდესის, როვნოს და პოლტავის ოლქებში გზების ინტენსიობის კვლევის ანალიზი მიმდინარეობს.საორიენტაციო ღირებულება 6.5 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაზეც არსებობს მოლაპარაკება ევროპის საინვესტიციო ბანკთან. წინასწარი შეფასებით, პირველი ფასიანი გზა პოლონეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტ კრაკოვეცს – ლვოვი – ბროდის მაგიტრალთან დააკავშირებს, წინასაწარი გაანგარიშებით, ერთ კილომეტრზე ფასიანი გზის საფასური – 2.6 გრივნა ანუ 8 ევრო ცენტი იქნება. საქართველოში დაწესებულ საფასურზე – 3.6 ჯერ ნაკლებია.
თურქეთში – ჩქაროსნული ფასიან გზების გარდა, ფუნქციონირებს ფასიანი ხიდებიც. ერთ – ერთ მოთხოვნად მიმართულებას წარმოადგენს სტამბული – იზმირის 480 კმ იანი მონაკვეთი, რომლის ღირებულება სტამბულის ხიდის ჩათვლით 1695 ლირას, სავარაუდოდ 36 ევროს შეადგენს, ერთ კილომეტრზე გადაყვანით 7.5 ევრო ცენტია. თურქთში ფასიანი გზები საქართველოში დაწესებულ საფასურთან შედარებით – 3.9 ჯერ ნაკლებია.
პოლონეთში – ჩადებული ინვესტიციიდან გამომდინარე ფასიანი გზები სხვადასხვა ღირებულებისაა, რომლის გამოყენების ფასი კონცესიონირების მიერ არის დაწესებული. მაგალითისათვის ყველაზე მოთხოვნად A 1 ტრასაზე გდანსკი – ტორუნი სიგრძით 152 კმ გადასახადი 6.7 ევროს შეადგენს, რაც 4.4 ევრო ცენტია /კმ ზე, A 2 ტრასზე სვეტცკო – კორნი სიგრძით 255 კმ გადასახადი 17.4 ევროა, რაც 6.8 ევრო ცენტია / კმ ზე, A 4 ტრასზე ვროცლავი – კატოვიცე სიგრძით 162 კმ, გადასახადი 3.6 ევროა, რაც 2.3 ევრო ცენტია /კმ ზე. პოლონეთში სხვადასხვა ფასიანი გზების საშუალო შეწონილი მაჩვენებელი 4.5 ევრო ცენტია /კმ ზე, რაც საქართველოში მოქმედ საფასურზე 6.4 ჯერ უფრო ნაკლებია.
საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტად მოძრავი სატვირთო ტრანსპორტისათვის დაწესებული 350 ლარიანი გზათსარგებლობის საფასური, ერთ კილომეტრზე გადაანგარიშებით საშუალოდ 29 ევრო ცენტის ტოლფასია, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება როგორც ევროზონის ასევე რეგიონის ქვეყნების ფასიან გზებზე დაწესებულ საფასურებს.
ანალიზმა წარმოაჩინა: აზერბაიჯანთან მიმართებით – 3 ჯერ მაღალია, რუსეთთან მიმართებით – 3.2 მაღალია, უკრაინასთან მიმართებით – 3.6 მაღალია, თურქეთთან მიმართებით – 3.9 ჯერ მაღალია, ყაზახეთთან მიმართებით – 4.1 ჯერ მაღალია, პოლონეთთან მიმართებით – 6.4 ჯერ მაღალია, ლიტვასთან მიმართებით – 7 ჯერ მაღალია. ყოველივე ამის საფუძველზე შესაძლოა დავასკვნათ, რომ საქართველოში მოქმედი გზათსარგებლობის საფასური, რეგიონის ქვეყნებთან შედარებით არათანაზომადად მაღალია.
საქართველოში მოქმედი გზათსარგებლობის საფასური დაწესებულია ყველანაირი ეკონომიკური გაანგარიშების საფუძველზე, ამასთან მოუქნელია, არ ითვალისწინებს სატვირთო სატრანსპორტო საშუალების ეკოლოგიურ მდგომარეობას, არ არის დივერსიფიცირებული, ავტომობილის წონის ნორმის, გზის კატეგორიის და სატრანზიტო მანძილის მიხედვით, რაც გადამზიდავებს არასამართლიან მდგომარეობაში აყენებს. ამ თვალსაზრისით უმჯობესია, ევროპაში ფართოდ აპრობირებული ე.წ. ვინეტკის (რამდენიც გაიარე იმდენი გადაიხადე) სისტემის დანერგვა“, – ნათქვამია ანალიზში.
