სომხური მედიის ცნობით, დონალდ ტრამპ უმცროსი, სავარაუდოდ, ნოემბერში სომხეთს ეწვევა ბიზნეს შესაძლებლობების განსახილველად.
ამასთანავე, პარტია “რესპუბლიკისთვის” თავმჯდომარე არმან ბაბაჯანიანმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპ უმცროსი ერევანს 12 ნოემბერს ეწვევა. მან აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი შეერთებული შტატებისა და სომხეთის პარტნიორობის მაჩვენებელია.




