კოლორადოს შემდეგ, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა მეინის შტატმაც აუკრძალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მეინის სახელმწიფო მდივანმა, დემოკრატმა შენა ბელოუსმა დაასკვნა, რომ ტრამპმა მოახდინა აჯანყების პროვოცირება, როდესაც მან გაავრცელა ცრუ ინფორმაცია 2020 წლის არჩევნების გაყალბების შესახებ. დონალდ ტრამპის მოწოდების შემდეგ მისი მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და იმ პროცესის ჩაშლა სცადეს, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დამოწმებულიყო.
საპასუხოდ, ტრამპის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ.