Wall Street Journal-ის ცნობით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჩინეთისგან მომდინარე საფრთხის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ფლოტის შექმნა სურს.
როგორც Wall Street Journal იუწყება, აშშ-ს საზღვაო ძალებისა და ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ამბიციურ ახალ ფლოტზე მსჯელობენ.
ოფიციალური პირები გამოცემას უყვებიან, რომ ეგრეთ წოდებული “ოქროს ფლოტის” ხომალდები შორ მანძილზე მოქმედი ძლიერი რაკეტებით აღიჭურვება იმ ფონზე, როცა ჩინეთი საკუთარი საბრძოლო გემების აგებასა და მოდერნიზებას აჩქარებული ტემპით აგრძელებს.
“ხვალინდელი საომარი გემი იქნება ის პლატფორმა, რომელიც ატარებს მართლაც შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს” – უთხრა გამოცემას ბრაიან კლარკმა, აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილმა ოფიცერმა და ჰადსონის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, რომელიც აღნიშნულ განხილვებში მონაწილეობს.
tabula.ge




