ტრამპს უკრაინის დახმარების სანაცვლოდ მისი იშვიათი ლითონები სურს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს, რომ რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის დახმარების სანაცვლოდ მისგან მიიღოს იშვიათი ლითონები. სააგენტოების, Reuters-ის და AFP-ის ცნობით, ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს 3 თებერვალს, თეთრ სახლში განუცხადა.
პრეზიდენტ ტრამპის თქმით, მსგავსი გარიგება სურთ, რათა უკრაინის მხრიდან გათანაბრდეს ვაშინგტონის მიერ სთვის გაწეული თითქმის 300 მილიარდი დოლარის დახმარება. ს თანახმად, ამისთვის მზად არის.
როგორც Reuters-ი წერს, სავარაუდოა, რომ იშვიათ ლითონებში ტრამპი არ გულისხმობდა მხოლოდ ამ კატეგორიაში შემავალ 17 მეტალს და ტერმინი უფრო ფართო მნიშვნელობით გამოიყენა. ში მოიპოვება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ურანი, ტიტანი და ლითიუმი, თუმცა ისინი იშვიათი ლითონების ჩამონათვალში არ შედიან.
უკრაინის პრეზიდენტ ს მიერ 2024 წლის შემოდგომაზე წარმოდგენილი „გამარჯვების გეგმის“ ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეთანხმებას ურანის, ტიტანის და ლითიუმის მოპოვების ინვესტირების შესახებ.
უკრაინის ხელისუფლება ტრამპის განცხადებას არ გამოხმაურებია. ამასთან, ის გააკრიტიკა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.
Reuters-ის ინფორმაციით, ბრიუსელში მყოფმა შოლცმა თქვა, რომ ეს ეგოისტობა და ეგოცენტრულობა იქნება, რადგან უკრაინას თავისი რესურსები ომის შემდეგ ქვეყნის აღსადგენად დასჭირდება.
-ის პრეზიდენტად არჩევამდე პრეზიდენტ ს ადმინისტრაციას ხშირად აკრიტიკებდა უკრაინისთვის მრავალმილიარდიანი სამხედრო დახმარების გამო, პრეზიდენტ ს კი უწოდებდა საუკეთესო მოვაჭრეს, რომელსაც -ში ყოველი ჩასვლის შემდეგ თან მიაქვს მილიარდობით დოლარი.