ტრამპს სურს უსახლკაროები ვაშინგტონიდან გაასახლოს

-ის პრეზიდენტი, 10 აგვისტოს გამოვიდა დაპირებით, რომ ქვეყნის დედაქალაქიდან გაასახლებენ უსახლკაროებს და დააპატიმრებენ დამნაშავეებს – მიუხედავად ვაშინგტონის მერის განცხადებისა, რომ ამჟამად არ აღინიშნება დანაშაულის მაჩვენებლის ზრდა.
“უსახლკაროები უნდა წავიდნენ, დაუყოვნებლივ. ჩვენ გამოგიყოფთ გასაჩერებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს. დამნაშავეებო, თქვენ არ უნდა წახვიდეთ. ჩვენ თქვენ ციხეში ჩაგსვამთ – იქ, სადაც თქვენი ადგილია” – წერს ტრამპი თავის პლატფორმაზე Truth Social.
სააგენტო Reuters წერს, რომ თეთრმა სახლმა უარი თქვა აეხსნა რა სამართლებრივი უფლებამოსილება მისცემს ტრამპს საშუალებას ვაშინგტონიდან ადამიანები გაასახლოს. პრეზიდენტი ქალაქში აკონტროლებს მხოლოდ ფედერალურ მიწას და შენობებს. ტრამპი ორშაბათს პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს “ვაშინგტონში ძალადობრივი დანაშაულის გასაჩერებლად”. უცნობია გამოაცხადებს თუ არა ის მეტ დეტალს გასახლების გეგმის თაობაზე.
Truth Social-ით გამოქვეყნებული ტრამპის პოსტი მოიცავს ვაშინგტონის ქუჩებში კარვების და დაყრილი ნაგვის ფოტოებს. “მე ჩვენს დედაქალაქს გავხდი უფრო უსაფრთხოს და ყველაზე ლამაზს, ვიდრე ოდესმე ყოფილა” – აცხადებს პრეზიდენტი.
ორგანიზაცია Community Partnership, რომელიც ქალაქ ვაშინგტონში უსახლკაროთა პრობლემის შემცირებაზე მუშაობს, აცხადებს, რომ ყოველ ღამით უსახლკარობის პრობლემა 3780-მდე ადამიანს აქვს ქალაქში, რომლის მოსახლეობაც 700 000-მდე ადამიანს შეადგენს.
უსახლკარო ადამიანების უმრავლესობა თავშესაფრებში, ან დროებით საცხოვრებელში მიდის. 800-მდე პირი თავშესაფრის გარეშეა, ანუ ქუჩაშია – აცხადებს ორგანიზაცია.
ვაშინგტონის დემოკრატი მერი, მიურიელ ბაუსერი აცხადებს, რომ დედაქალაქში არ აღინიშნება დანაშაულის მატება.
ქალაქის პოლიცია იუწყება, რომ 2025 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში ძალადობრივი დანაშაულის მაჩვენებელი ქალაქში 26 პროცენტითაა შემცირებული, გასულ წელს მთლიანი დანაშაულის შემცირების მაჩვენებელი 7 პროცენტი იყო.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა